ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 20 ივნისი 2025, 00:02

თითოეული ევროპარლამენტარი, ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს მოვუსმინეთ ქართველ დედას, ქალბატონ თამარ არღვლიანს, რომელიც მოკლული შვილის დასატირებლად ცარიელ საფლავზე მიდის. მისი უდანაშაულო შვილი დავით ცინდელიანი გაიტაცეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩაძირეს. იგივე დამართეს პაატა ქარდავას. საგამოძიებო კომისიაზე ვუსმენთ წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების ისტორიებს და ამის პარალელურად ვხედავთ ამ ყველაფრის შემოქმედების ფოტოებს, რომლებიც გამოფენილია ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროპარლამენტში. მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ, რეზოლუციებს იღებენ, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ დამნაშავეების უპირობო გათავისუფლებისკენ.

თითოეული ვროპარლამენტარი [რეზოლუციის მხარდამჭერი], ის 324 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ხდებიან სასტიკი დანაშაულების თანამონაწილეები და არიან „კოლექტიური როინ შამათავები“, რომელიც იყო ჯალათი და აღასრულებდა დავალებებს. ამ ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ქართულ საზოგადოებაში ისეთივე მიუღებლობა გაჩნდა ევროკავშირის მიმართ, როგორიც ჩვენ გვაქვს და ყოველთვის გვექნება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მისამართით“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

ევროპარლამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას - ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის კრიმინალიზება ევროკავშირის დონეზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი