42
20 ივნისი 2025, 09:54

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით თეირანში ავიაიერიშების ტალღა განახორციელეს, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო. განცხადება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში გაკეთდა.
„სამიზნეებს შორის იყო სამხედრო-სამრეწველო ობიექტები, რომლებიც აწარმოებდნენ რაკეტების კომპონენტებს და ობიექტები, რომლებიც რაკეტების ძრავების საწარმოებლად გამოიყენებოდა. დარტყმები ასევე განხორციელდა SPND-ის ბირთვული პროექტის შტაბ-ბინაზე“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |