მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 20 ივნისი 2025, 10:02

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპის თქმით, ბავშვებში აუტიზმს დედის მიერ ორსულობის დროს პარაცეტამოლის მიღება იწვევს
The Hill: ნეპალის რევოლუციის დროს შეიარაღებულმა ბრბომ გაძარცვა და დაწვა ბიზნესები, კერძო სახლები და სამთავრობო შენობები
ელისაშვილის განცხადებაზე: ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია - ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო
ოპოზიციაზე: გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა - ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას
თუ კუპრაძე გახდება მერი, მეორე დღეს იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან
არქივი