პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 20 ივნისი 2025, 12:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი.

ნიკოლოზ ლალიაშვილი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.

ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს ის მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი