ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 20 ივნისი 2025, 14:02
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების საგაზაფხულო კამპანიას. 

 ,,XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერის დასუფთავების სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა. 
სრულიად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა, ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
„ მოძრაობა კულტურული მემკვდრეობისთვის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სეზონურ კამპანიებს მეხუთე წელია ატარებს და ის წელიწადში ოჯერ, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს."- განაცხადა ,,მოძრაობის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ ფიტარეთის მონასტერი მეოთხე ძეგლია, აბულმუგის აბანოს, სათხის მონასტრისა და ხულუტის ციხე- დარბაზის შემდგომ რომელიც კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა.  

ღვთისმშობლის სახელობის ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის( ქცია) ხეობაში მდებარეობს. ეროვნული  მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკლური  ძეგლი 1213-1222 წლებშია აგებული,მას  გარს ერტყმის XVII-XVIII საუკუნეებში აგებული გალავანი,  ასევე შემორჩენილია მისი ისტორიული გალავანი (XII-XIII ს) რომელიც ამჟამად ძლიერ არის დაზიანებული. 

როგირც, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა ფიტარეთში  პირველი სარაბილიტაციო სამუშაოები 1938-1939 წლებში ჩატარდა. 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარმა მიწისძვრამ  ტაძარი  მნიშვნელოვნად დააზიანა, მიუხედავად იმისა რომ  ძეგლის გადარჩენის მიზნით  გარკვეული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ტაძრის დაზიანების პროცესის გაჩერება ვერ მოხერხდა.

2018 წელს აქტივისტების აქტიურობის შედეგად  კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ტაძრის გადასახური სამუშაოები რომელიც 2021 წელს დასრულდა.

,,2019 წელს  აქტივისტების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფიტარეთის მონასტრის ქვის და  კედლის მხატვრობის კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი  მხატვრობის დაზიანების და ქვის დაშლის ხარისხის დადგენა იყო. მნიშნელოვანია რომ მზგავსი კვლევა ძეგლზე არასდროს ჩატარებულა. 
კვლევიდან ცნობილი გახდა,  რომ კედლის მხატვრობის გადარჩენა სასწრაფო ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

2020 წელს  დაიწყო ქვის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი. ასევე ჩატარდა   ტაძრის გალავნის და XV-XVI საუკუნის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება.

ძეგლზე მომუშავე სპეციალისტებისთვის აშენდა სპეციალური ბაზა და  მოწესრიგდა სოფელ ტანძიიდან ფიტარეთამდე გზა, რომელიც  ყოველ წელს სეზონურად იწმინდება. "- აცხადებს ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე. 

აღსანიშნავრა, რომ 2021 წელს დაიწყო ქვის  და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეორე ეტაპი. 2023   აქტივისტების და რესტავრატორების აქტიურობით კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განახლდა და ის 2024 წლის აგვისტოში დასრულდა. გადაუდებელი სამუშაოების გაგრძელებით შესაძლებელი გახდა საკურთხევლის ერთი ნაწილზეე ჯერ კიდევ არსებული მხატვრობის შენარჩუნება.

ფიტარეთში ასევე ჩატარებულია მონასტრის გალავნის და საეპისკოპოსო სახლის ნაშთების კვლევა- პროექტირება.

როგორც, ნინო ბურჭულაძე განმარტავს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება  დმანისის სიონისა და მუშევანის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სამუშაოებიც.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი - ახალ ჩამწკრივდეს ყველა და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!
არქივი