32
20 ივნისი 2025, 16:59



სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფაშინიანს სტამბოლის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბერის ეკინჯი დახვდა. სომხეთის პრემიერი ასევე გეგმავს ადგილობრივი სომხური თემის წევრებთან ვიზიტს, საღამოს კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ნიკოლ ფაშინიანისთვის ეს თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტია. მანამდე ფაშინიანი 2023 წლის 3 მარტს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |