რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 20 ივნისი 2025, 21:43

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს „ქრონიკასთან“ ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება.

„ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის და სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატები და ევროპული სტრუქტურები მთლიანად ღალატობენ იმას, რაზეც დგას ევროპა და ევროპული საზოგადოება. სიძულვილის ენა, ძალადობა და მსგავსი საკითხების წახალისება სინამდვილეში ევროპისთვისაც მიუღებელი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ევროკავშირის საელჩო საქართველოში ჰერჩინსკისა და თურაძის ფოტოს ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, რომელმაც პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახეში სილა გაარტყა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი