დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 20 ივნისი 2025, 22:37

ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროულად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მსოფლიოში გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა ცხადყო, რომ ყველაფერი თავის დროზე უნდა დასრულდეს.

დავით ქართველიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება დამთავრდება ზავით.

„ჩემი აზრით, ამ კონფლიქტს [ისრაელი-ირანი] არ ექნება ის ხანგრძლივობა, რომელშიც გადაიზარდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება. ეს არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან კარგი ტესტი და მაგალითი იმის, რომ ყველაფერი თავის დროზე უნდა დასრულდეს. „თავისი დრო“ კი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების იყო 2022 წლის მარტის ბოლოს გამართული სტამბულის მოლაპარაკებები. ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველასთვის და ამას აღიარებს ყველა - ამერიკის შეერთებული შტატებით დაწყებული, ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. მართალია ბორის ჯონსონს დაბრალდა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს იყო „დიფ სთეითის“ კოლექტიური გადაწყვეტილება - ომი არ უნდა დასრულებულიყო, იმიტომ, რომ ამ ომის ამოცანა იყო სულ სხვა, რომელიც „დიფ სთეითისთვის“ არ შეცვლილა. ამ ომის ამოცანა იყო რუსეთის დამარცხება, აზიის დასუსტება, ირანის მეშვეობით ჩინეთის დასუსტება. ეს არის „ზე“ ამოცანა და თუ ამას ისრაელის მეშვეობით აკეთებენ, ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რით დასრულდება ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება, როგორც ექსპერტი აცხადებს, კონფლიქტი დასრულდება ზავით. „კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი