„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 21 ივნისი 2025, 06:29

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ამგვარად, მედიაორგანიზაციის თანამშრომელთა რიცხვი 200-ზე ნაკლები რჩება, რაც 2025 წლის დასაწყისში არსებული პერსონალის მეშვიდედია.

„დღეს ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი კონტროლიდან გასული ფედერალური ბიუროკრატიის შემცირების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის პროგრამის განსახორციელებლად“, – ნათქვამია პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, კარი ლეიკის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, უქმდება „ამერიკის ხმის“ ზედამხედველი სააგენტოს, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს 1 400 სამუშაო ადგილი, რაც გულისხმობს პერსონალის დაახლოებით 85%-ით შემცირებას.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავდა შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი