76
21 ივნისი 2025, 09:44

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში ომის წახალისებითა და გაგრძელებით არიან დაკავებულნი, საკუთარ გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
თეთრი სახლის ლიდერი ფიქრობს, რომ „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო უკრაინელების პროვოცირებას ახდენენ, რათა მათ ომი გააგრძელონ.
„ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა ეკიდებოდნენ საკუთარ გამონათქვამებს. ისინი ძალიან ფრთხილები უნდა იყვნენ საუბრის დროს, რადგან პირიდან ამოსულმა სიტყვამ, შესაძლოა, მათ ბევრი პრობლემა შეუქმნას“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გრემი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციათა პაკეტის ავტორია, ხოლო პომპეო ამბობს, რომ აშშ-მა საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რათა რუსეთის აგრესია 2014 და 2022 წლებში შეეჩერებინა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |