36
21 ივნისი 2025, 09:50

საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ევროპული ქვეყნები ისრაელსა და ირანს მოუწოდებენ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, რეგიონში პროცესების ესკალაცია გამოიწვიოს.
„მათ გამოთქვეს აზრი, რომ ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც რეგიონში მომდევნო ესკალაციას გამოიწვევს, და სასწრაფოდ მონახონ გადაწყვეტა, რათა ირანს გარანტირებულად არასდროს შეექმნას ბირთვული იარაღი“, - აღნიშნულია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ შეშფოთება კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მათ მზადყოფნა გამოთქვეს გააგრძელონ ყველა საკითხის, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამისა და აგრეთვე უფრო ფართო პრობლემების განხილვა“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |