რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 21 ივნისი 2025, 12:08
ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს ამ გაურკვეველი არქივების განადგურება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

იგი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მიერ ორგანიზაციის არქივის განადგურების ფაქტს გამოეხმაურა.

„ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს ამ გაურკვეველი არქივების განადგურება, რითაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა დღეს ალიბის იქმნიდნენ ზუსტად იმისთვის, რასაც მეორე დღეს გააკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ერთადერთი რაც ჩანს, როგორ ეშინიათ ამ ადამიანებს იმის, რომ საზოგადოება მით უფრო ინფორმირებული გახდება მათი კონკრეტული საქმიანობის შესახებ. ეტყობა, ტყუილად არ ეშინიათ ამ ყველაფრის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია
ევროკომისიის პრეზიდენტი არც კი ახსენებს უკრაინაში ომის მაფიას, კორუმპირებულ სისტემას, დაფინანსების შეჩერების ნაცვლად, სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას, ეს სიგიჟეა
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა
ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა. დაშავებულია ათობით ადამიანი
არქივი