თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 21 ივნისი 2025, 12:15
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მიერ ორგანიზაციის არქივის განადგურების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები პერსონალურ ინფორმაციას იმგვარად ვერ მოეპყრობიან, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცდებოდეს.

„ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია, ვინაიდან როგორც კანონმდებლობა, ისე შესაბამისი უწყებები, ბუნებრივია, არ და ვერ მოეპყრობიან პერსონალურ ინფორმაციას იმგვარად, რომელიც შეიძლება, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს სცდებოდეს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

„საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი