ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 21 ივნისი 2025, 16:20
ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა. მან ამგვარად შეაფასა ოპოზიციის ზოგი ლიდერი მიერ კომისიის სხდომებზე არგამოცხადების ფაქტები.

„ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი. სასჯელი რა იქნება, სასამართლო გადაწყვეტს. როცა ადამიანებმა თქვეს, რომ „ჩვენ გირაოს არ გადავიხდით“, ამით პირდაპირ გამოხატეს უპატივცემულობა უკვე მეორედ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. ამ შემთხვევაში მათ სასამართლოს სხვა გზა არ დაუტოვეს, ვიდრე იქნებოდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება. რა იქნება საბოლოო სასჯელი - ჯარიმა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა თუ პატიმრობა, ამას სასამართლო გადაწყვეტს“, - განაცხადა სუბარმა.

ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა - ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში - კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი