ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 21 ივნისი 2025, 16:23
ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე და ეს არის ძალიან დამაზარალებელი ევროპული იმიჯისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციის ზოგი ლიდერის გამოუცხადებლობის ფაქტზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე პირი არ გამოცხადდება, ეს დასჯადია, ხოლო „საქართველოში, თითქოს - ჩვეულებრივი ამბავი.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს იყო და არის ქართველი ხალხის დაკვეთა. ვფიქირობ, კომისიაზე გამოუცხადებლობა პირდაპირ ნიშნავს სახელმწიფოსადმი უპატივცემულობას, სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვას.

ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს, სახელმწიფო ინტერესებს ფეხ ქვეშ გათელავს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში, თითქოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს რაიმე პასუხისმგებლობას დააკისრებ, ეს არის დემოკრატიის ფეხ ქვეშ გათელვა. აი, ამაზე გვაქვს საუბარი! ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე და ეს არის ძალიან დამაზარალებელი ამ ევროპული იმიჯისთვის“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ჯარიმა, სისხლის სამართლებრივი დევნა, პატიმრობა - ასეთია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასჯელის დაკისრების პრაქტიკა შეერთებულ შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში - კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი