სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 21 ივნისი 2025, 18:46
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პაველ ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად.

„ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი და ძალიან ხმაურიანი ცრუ, დესტრუქციული და ბინძური ილუზიისა და აღქმის დათესვა - ზუსტად იგივე სიტყვების ფორმულირება რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ჩვენ მისგან და სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის და პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებაა. მეტს ვერაფერს დავარქმევ.

სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ქვეყანაში, არამედ წევრებად. პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდათ და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საქართველოს შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად აფასებენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ელჩის განცხადება, არასწორი და დესტრუქციული აღქმის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი