საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 21 ივნისი 2025, 21:31

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA. სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1 000-მდე მოქალაქემ დატოვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი