ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე თავად და ტრამპი ისრაელის თავდაცვისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 22 ივნისი 2025, 09:11

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე თავად და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის თავდაცვის ძალებთან და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ობიექტების დაბომბვის შემდეგ დონალდ ტრამპი მას ტელეფონით საუბრა.

„ეს იყო ძალიან თბილი და ემოციური საუბარი. მან მომილოცა, შეაქო ჩვენი სამხედროები და ისრაელის ხალხისადმი აღტაცება გამოთქვა. საპასუხოდ, მე მადლობა გადავუხადე მას, ამერიკელ მფრინავებს და ამერიკელ ხალხს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი განცხადებით, ისრაელის მიერ დაწყებული ოპერაციის შედეგად მიღწეულია უპრეცედენტო შედეგები ისრაელის ისტორიაში.

„შეგიძლიათ, გაიხსენოთ, ამ კამპანიის დასაწყისიდანვე მე დაგპირდით, რომ ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებული იქნება. ეს დაპირება შესრულებულია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნიდა ისრაელის არსებობას და მთელი მსოფლიოს მშვიდობას.

„პრეზიდენტი ტრამპი თამამად უძღვება თავისუფალ მსოფლიოს. ის არის ისრაელის დიდი მეგობარი, რომლის მსგავსი არ არსებობს. ჩემი, ისრაელის მოქალაქეებისა და მთელი ებრაელი ხალხის სახელით, მთელი გულით ვუხდი მადლობას. ჩვენ ერთად ვდგავართ და ერთად ვიბრძვით. ღმერთის დახმარებით, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი