ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 22 ივნისი 2025, 11:25

აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ისრაელის რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმი, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი აქვს, არ იცავს არც კანონს და არც მორალურ პრინციპს, თავს არ იკავებს არცერთი დანაშაულისგან და არც საერთაშორისო ნორმების დარღვევისგან.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს.

„აშშ-ის სამხედრო აგრესია გაერო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა დანაშაულებრივი თანამშრომლობით გენოციდურ სიონისტურ რეჟიმთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დომინირებულ სისასტიკეს, ამორალურობას და ამერიკის მმართველი ისტებლიშმენტის ღრმა მტრობას ირანის მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებლობის მომხრე ხალხის მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, ამან გამოავლინა შიშველი სიმართლე, რომ ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი