„გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია იმყოფება საზღვარგარეთ, საგამოძებო კომისია უარს აცხადებს დისტანციურად გამოკითხვაზე, დაჟინებით ითხოვს ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 22 ივნისი 2025, 14:53

პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებას ეხმაურება.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გახარია 23 ივნისს არის დაბარებული, თუმცა საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანის საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. ონლაინ რეჟიმში, რასაც, ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ, ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს. გახარია ჩორჩანის, წაღვლისა და სხვა სოფლების თემაზე სასაუბროდ არის დაბარებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარუდგენენ
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაიზარდა
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
არქივი