ირანის პრეზიდენტი - ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებით დადასტურდა, რომ ირანის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებების უკან ვაშინგტონი დგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 22 ივნისი 2025, 17:17

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმებით დადასტურდა, რომ ირანის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებების უკან ვაშინგტონი დგას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ფეზეშქიანის თქმით, თავდაპირველად, აშშ ცდილობდა, დაემალა თავისი მონაწილეობა ირანზე ისრაელის დარტყმებში, მაგრამ ირანის შეიარაღებული ძალების გადამწყვეტი რეაგირების შემდეგ, აშშ ღიად ჩაერია ვითარებაში.

ირანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო აშშ-ის საჰაერო დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

„ირანის მიერ ისრაელზე დღეს განხორციელებული დარტყმები სინამდვილეში აშშ-ის პოლიტიკის პასუხია. მარტო ისრაელს ირანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება არ შეუძლია“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება
ოპოზიციაში რაღაც უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ რომ უამრავი თანხაა დახარჯული რევოლუციის მოსაწყობად საქართველოში
მარტვილის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას
"ქართული ოცნების" ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას
უვიზო მიმოსვლაზე: არიან სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენონ ეს საკითხი
არქივი