ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი ბალისტიკური რაკეტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 22 ივნისი 2025, 17:24

ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს.

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მეოცე ტალღა რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების მიმართულებით სულ 40 მყარი და თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა გაუშვეს.

ირანული მედიის თანახმად, რაკეტები იყენებდნენ მანევრირებად ქობინებს, რომლებსაც შეეძლოთ დაშვების დროს ტრაექტორიის რეგულირება, დარტყმამდე ორიენტირების შენარჩუნება და მრავალი მაღალფეთქებადი, ძლიერ დამანგრეველი ტვირთის გადატანა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
არქივი