ჯეი დი ვენსი: აშშ ირანთან ომში არ არის. ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 22 ივნისი 2025, 17:26

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის მიუხედავად, ამერიკა ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ ომი მათ ბირთვულ ამბიციებთან გვაქვს“, - განაცხადა ვენსმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონში სჯერათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურეს. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ შეფასებები, თითქოს ოპერაციის ჩატარება დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო იურისდიქციას სცდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლა აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის სამუდამო გაუქმებაზე იმუშავებს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი