დღეს, ისე, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება - ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობის გზით უნდა შექმნან, და არა ძალადობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 22 ივნისი 2025, 19:39

რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო წირვის დროს მსოფლიოს მიმართა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოთქვა.

მისი თქმით, ომი ვერასდროს აგვარებს პრობლემებს და მხოლოდ ახალ ჭრილობებს აჩენს. პაპმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აიღოს მორალური პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ომის ტრაგედია.

„ამ დრამატულ სცენარში, რომელიც ისრაელსა და პალესტინას ითვალისწინებს, არსებობს მოსახლეობის ყოველდღიური ტანჯვის დავიწყების რისკი - განსაკუთრებით ღაზაში და სხვა ტერიტორიებზე, იმის მიუხედავად, რომ ადეკვატური ჰუმანიტარული დახმარება უფრო სასწრაფო ხდება. დღეს, ისე, როგორც არასოდეს, კაცობრიობა მშვიდობას იხვეწება. დაე, დიპლომატიამ ჩაახშოს იარაღი. ერებმა თავიანთი მომავალი მშვიდობის გზით უნდა შექმნან, და არა ძალადობით,“ - განაცხადა პაპმა.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
არქივი