დონალდ ტრამპი - ჩვენ ირანს "ბომბი" ხელიდან წავართვით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 22 ივნისი 2025, 23:53

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ „მათ ხელიდან ბომბი წაართვა“.

„გუშინ ჩვენ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, როდესაც „ბომბი“ მათ ხელიდან წავართვით (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ!),“ - წერს ტრამპი.

ტრამპი ამ განცხადებას Truth Social-ის პოსტში აკეთებს, სადაც რესპუბლიკელ კონგრესმენს თომას მესის პასუხობს, რომელმაც დარტყმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ომში ჩათრევას გამოიწვევს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა "სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის" და განაცხადა, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო.

"კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, - წერს ტრამპი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი