ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 23 ივნისი 2025, 01:19

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ.

"ფორდოუს ობიექტზე - ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას - კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, - განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის IAEA-ს, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.

რაც შეეხება ისპაჰანს, მისი თქმით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება. დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა". მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“.

ნათანზზე კი, გროსის ცნობით," საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა, აშშ-მ დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“.

მისი თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.

გროსიმ დასძინა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი