სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 23 ივნისი 2025, 13:11

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო 25-26 ივნისს +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 25-26 ივნისს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24 ივნისს მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24 ივნისს +24, +26, ხოლო 25 და 26 ივნისს +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +20, +22, ხოლო 25 და 26 ივნისს +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით, 24 ივნისს +18, +20, ხოლო 25 და 26 ივნისს +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 24 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს შიდა ქართლში +24,+26 გრადუსი, 25-26 ივნისს +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში 24-26 ივნისს +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ივნისს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს 23, +25, ხოლო 25 და 26 ივნისს +27+29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს +16, +18, ხოლო 25 და 26 ივნისს +21+23 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბექა დავითულიანი: პაატა ბურჭულაძის გაკეთებული რევოლუციის არავის სჯერა, თვითონაც არ სჯერა სახლში რომ მიდის
კონსერვატიული ორგანიზაციის, Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ჩარლი კირკის მეუღლე ერიკა კირკი გახდა
ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მადლობა ფონდს და ბიძინა ივანიშვილს
ირაკლი კუპრაძე - ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია “დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის, ამის გაგრძელებაა, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის - შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან, მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას
არქივი