შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, კვლავ ძალის მეთოდებით იმოქმედოს სხვა ქვეყნისა და ხალხების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 23 ივნისი 2025, 14:54

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა გამყარებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელსაც აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები გაწერილი.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არის, თუმცა თუკი ადგილი ექნება თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, ამის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ არ შეგვიძლია. ვნახეთ, რომ მაგალითად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ დაირღვა 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

არცერთი სამართლებრივი საფუძველი მოყვანილი არ ჰქონდათ და დღემდე არ დაუსახელებიათ სამართლებრივი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც საფუძვლად იქნა აღებული  შეჩერებისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ვხედავთ, რომ ისინი, ვისაც აქვს საკმარისი ძალა, ცდილობენ, იმოქმედონ ძალის წესებით და არა კანონის წესებით. ამ შემთხვევაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნის მცდელობას, რომ თავისი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, კვლავ რაღაც ძალის მეთოდებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის და ხალხების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან და ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს
უკრაინამ რუსეთისგან ათასი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში
ვაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
არქივი