შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 23 ივნისი 2025, 15:02

გიორგი გახარია და მისი გუნდი გვიმტკიცებდნენ, თითქოს მათ შეძლეს საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო, აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ ჩაატარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებისგან თავს იკავებს გიორგი გახარია. იმიზეზებს, რომ მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება, გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა. დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება, მისცა შესაძლებლობა, რომ 2 ივლისს გამოცხადდეს. რაც შეეხება თავად საკითხს – გვიმტკიცებდნენ გიორგი გახარია და მისი გუნდი, თითქოს მათ ასეთი ქცევით შეძლეს, საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპირო. აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც გიორგი გახარიამ მაშინ ჩაატარა. სხვათა შორის წინა ჯერზე, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად ჩორჩანას ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი.

„მიუხედავად ამისა, მან ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ისევე როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად და მათ შორის, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლადაც, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩადგა საგუშაგო, რასაც მოყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ ეს საგუშაგო აეღოთ. მას შემდეგ, რაც ეს საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ ხუთი დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ხელისუფლების ეფექტური ტერიტორიული კონტროლის ქვეშ. მათ შორის, დაემატა ერთი მობილური საგუშაგო, დაემატა იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელსაც ტიპურად მიყვებოდა საოკუპაციო ძალა, მავთულხლართების გაბმის დროს და იმ ხაზს გადმოსცდნენ კიდევ აქეთ და ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გავიდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან, მათ შორის მოსახლეობას დღეს აღარ შეუძლია ამ ტერიტორიით სარგებლობა, ამ ტყით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით. ასე რომ, ნელ-ნელა იკვეთება ეს სურათი და მნიშვნელოვანია, რომ გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას გასცეს პასუხი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ბრალდებული დააკავა
პრეზიდენტი: 2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი, აწამეს და მოკლეს ანწუხელიძე. მაშინ „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც აღიარეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა ანწუხელიძე გმირი მათთვის?
მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ცინცაძეს: ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ - ეს მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა. ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს, რომ საკუთარი მეგობრები და კალათბურთელები დაზიანდნენ
ლუკა კურტანიძეს ყოფილი მეუღლე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
გიორგი ვოლსკი: კორუფცია ისეთი თემაა, რომ კი არ უნდა დამალო და შეინახო ფარდის უკან, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსპარანტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელსაც მიიღებ
არქივი