,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 23 ივნისი 2025, 15:30

ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები.

ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან.

სამეგრელოს რეგიონში გამართული ბიზნეს დიალოგის  მონაწილეები გაეცნენ ლიბერთი ბანკის შესაძლებლობებს და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ  პროექტებს, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.

„ლიბერთი აგრძელებს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. 'ბიზნეს დიალოგის' ფორმატი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც ლიბერთის საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რეგიონში მოქმედ მეწარმეებს, ღრმად გაეცნოს მათ საჭიროებებს და რეალური მხარდაჭერა გაუწიოს მათ განვითარებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან  გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევების მიხედვით  ინოვაციური პროგრამების განვითარება. მსგავსი ტიპის რეგიონალური შეხვედრები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

ლიბერთისთვის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება წარმოადგენს  ბანკის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას. ვიმედოვნებ, რომ ეს დიალოგი გადაიზრდება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე,“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატში შეგვიძლია მივაწოდოთ მცირე და საშუალო ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე. ამიტომ, სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მსგავსს ღონისძიებებში, რაც გვაძლევს ინფორმაციის გავრცელებისა და მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი არამხოლოდ ჩვენი უკვე არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელია, არამედ იგი ასევე არის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც” - ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

,,ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში.  საქართველოს რეგიონებში  ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები, კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის აგრობიზნესში სახელმწიფო ხელშეწყობაზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ  პირებს  დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებაში - თორნიკე კაპანაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი