დიმიტრი ხუნდაძე: ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება „დიფ სთეითის“ აქტივისტად - ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ „დიფ სთეითის“ დავალებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 23 ივნისი 2025, 16:59

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე პარტიის მიერ გავრცელებულ წერილზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ევროკავშირის ელჩის ქმედებებს აფასებს.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს - ცდილობს საზოგადოება დააპირისპიროს და ქვეყანაში სიძულვილის ენა და აურზაური დათესოს.

„სამწუხაროა, რომ ელჩების უმრავლესობა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გვევლინება „დიფ სთეითის“ აქტივისტად და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ „დიფ სთეითის“ დავალებებს, რომ რამენაირად გახლიჩონ საზოგადოება, ასევე ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, გამიჯნონ ერთმანეთისგან, დათესონ სიძულვილის ენა, აურზაური ქვეყანაში და ძალადობრივი გზით მოახდინონ, რადიკალური ოპოზიციის ხელით, ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, არ ჯდება არც პარტნიორულ ურთიერთობაში და ამას კრძალავს ვენის კონვენციაც, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან ელჩები, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და ურთიერთობები დაალაგონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კოლომბიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
არქივი