მზია ამაღლობელი მოსამართლეს - მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 23 ივნისი 2025, 17:03

მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ, - ასე მიმართა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე მოსამართლე, ნინო სახელაშვილს. მზია ამაღლობელის განცხადებით, მოსამართლე პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა აღნიშნა, რომ სინდისის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს.

„სიმართლე გითხრათ, ფორმალობაა ეს ყველაფერი. სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება ქვეყანაში პროცესები, რომ ჩემს პატიმრობაზე მსჯელობა კი არა, ყოველდღე ზუსტად იმ მოტივით, რა მოტივითაც მე ამ პატიმრობაში ვარ, აკავებენ სტუდენტებს, მარტოხელა დედაც კი დააკავეს. ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს. სიმართლე გითხრათ, სასჯელის მოლოდინში ვარ და ალბათ, მათე დევიძეს რომ მიუსაჯეს, იმაზე მეტის მოლოდინში, იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხართ და არ მგონია მოსამართლეობა იმიტომ გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
არქივი