ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 23 ივნისი 2025, 17:56

"ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პატიმრობა მიესაჯა კიდევ ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. კერძოდ, მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა, მამუკა ხაზარაძეს კი 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სამივე მათგანის შემთხვევაში საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
„ქართული ოცნება“ - საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
არქივი