ბადრი ჯაფარიძე - მიზანია, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ, პირიქით, დროა, რომ ყველა აღივსოს იმედით, დარაზმვის დროა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 23 ივნისი 2025, 18:34

ვერ გაგვტეხავენ. უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების გასტუმრებით, ეს არის გამიზნული, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინებს მტკიცე გადაწყვეტილებას.

„ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა. დარაზმვის დროა. დროა, ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას, გადაიხდიან სათანადო საფასურს. ჩემს ამომრჩევლებს ვეტყვი, რომ ყველა იყავით მობილიზებული, არავინ  გაბედოს უიმედობა. ეს ხელისუფლება არის დასუსტებული. ციხეში გამოკეტვაზე უნდა ვუპასუხოთ ერთიანობით და ერთიანი ბრძოლით, რადგან მათ იციან, რომ მხარდაჭერა საზოგადოებაში არა აქვთ. ვერავინ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას, თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი