მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლის შედეგადაც სახელმწიფო შეძლებს ზიანის მიმყენებლიდან შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამოიღოს თანხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 23 ივნისი 2025, 21:36

ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლის შედეგადაც სახელმწიფო შეძლებს ზიანის მიმყენებლიდან შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამოიღოს თანხა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების გარანტიებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დანაშაულის ჩადენის, ადამიანისა თუ სახელმწიფოს დაყაჩაღების შემდეგ მას ეს თანხა შერჩება.

„დღეს, ასევე ვისაუბრეთ დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების გარანტიებზე და ჩვენ ვიღებთ კანონს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კანონპროექტის სახე, რომლის მიღების შემდეგ, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული და ასე მარტივად ვეღარავინ იფიქრებს, რომ მოდი, მე ახლა ძალიან მარტივად ჩავჯდები ციხეში და რამდენიც არ უნდა მოვიპარო, რამდენი ზიანიც არ უნდა მივაყენო სახელმწიფოს თუ კერძო პირს, შემრჩება. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ზიანის მიმყენებლიდან და თუ ვინმეს გადასცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა თუ ქონება რაიმე ფორმით, ამის ამოღება, რა თქმა უნდა შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ასე რომ ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს მოჰპარავს, ვინმეს დააზიანებს კერძო პირს და ეს შერჩება. სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონების და შესაბამისი აღსრულების სახით, რომ კორუმპირებულს, მიმთვისებელს და დამყაჩაღებელს არ შერჩეს თანხა. ამაზე ნუ იოცნებებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
მარკო რუბიო - ემანუელ მაკრონის უგუნური გადაწყვეტილება, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს, 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა
ემანუელ მაკრონი - მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიაროს
აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს
თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ
არქივი