საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 24 ივნისი 2025, 00:10

მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის. შესაბამისი ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იკრძალება მოსამართლესთან ნებისმიერი პირის ისეთი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს, ან – წარმოადგენს მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას.

„კანონს მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოაქვს. ამგვარი კომუნიკაციად მიიჩნევა მოსამართლესთან კომუნიკაცია, მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და მისი სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის (მონაწილედ/ექსპერტად) მიზნით ან სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესს; იქვე განისაზღვრება, რომ სპეციალური კომუნიკაცია დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით. მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციის სუბიექტად იქცევა კანონში პირდაპირ ჩამოთვლილ პირებთან (პროცესის მონაწილე, დაინტერესებული პირი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი) ერთად სხვა ნებისმიერი პირიც, რომელთან კომუნიკაციის შესახებ მოსამართლეს/სასამართლოს თავმჯდომარეს ევალებათ შესაბამისი რეაგირების განხორციელება, რის შემდეგაც აღნიშნულ პირს საერთო წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციისთვის“, – ნათქვამია პროექტში.

ცვლილებებით განისაზღვრება მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის განხორციელების წესი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს მდივნის მიერ საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდება – ჩაებმება თუ არა მოსამართლე გარკვეული ღონისძიების (ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი/საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) განხორციელებაში სხვადასხვა სტატუსით (ტრენერის, მსმენელის/მონაწილის და ა.შ.)

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი