საერთაშორისო ილიმპიური დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 24 ივნისი 2025, 02:17
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით,  ბათუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის  ორგანიზებით გაიმართა მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხავდასხვა სპორტული ღონისძიებები.

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩატრებული ერთ-ერთი ყველაზე  მასშტაბური და ორგანიზებული ღონისძიება. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, მათ შორის ბათუმის ბულვარში მოწყობილ მძლეოსნურ გარბენში სხვადადხვა ასაკის ორი ათასადამდე ადამიანი მონაწილეობდა, ქალაქის ცენტრი მორთული იყო შესაბამისი ბანერებით, დაჯილდოების ცერემონია კი დიდ სცენაზე ჩატარდა. ოლიმპიური დღის ასე  წარმატებულად ორგანიზებაში ჩვენ მხარში გვედგნენ ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები, ქალაქის მერია, სპორტული ორგანიზაციები და კლუბები, ასევე სეოკ-ის სპონსორები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში კი ოლიმპიური დღის სხვადასხვა აქტივობებში  მონაწილეებს.

სპორტული აქტივობები ბათუმის ზღვისპირა პარკის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა  შემდეგ სახეობებში: ქვიშის ფრენბურთი, კარატე, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, მინი ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ  ბულვარში  გაიმართა შეჯიბრებები  მაგიდის ჩოგბურთში,  ნურის ტბაზე - კანოეში, ჭადრაკში - ბათუმის ბულვარში ,,ნონას კლუბში“.

გაიმართა მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი და ველოგარბენი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლბის და სპორტის სამინისტროს და ბათუმის მერიის ხელმძღვანელებმა,  ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის  ჩემპიონ-პრიზიორებმა, ასევე სპორსტმენებმა  აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან.

ღონისძიების მხარდამჭერები - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.
პარტნიორები - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი, სეოკ-ის პარტნიორები - ,,ავერსი“  და  ,,თელიანი ველი“.

ოლიმპიური დღე ასევე აღინიშნა საქართველოს არაერთ რეგიონში მათ შორის იმერეთში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი