ისრაელის მთავრობა: ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ყველა მიზანი მიღწეულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 24 ივნისი 2025, 11:15
ისრაელის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდა. ინფორმაციას ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

„ოპერაციის მიზნების მიღწევის ფონზე და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით ისრაელი პრეზიდენტის წინადადებას ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევაზე მას მკაცრი რეაგირება ექნება.

როგორც ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) თეირანის საჰაერო სივრცეში სრულ კონტროლს მიაღწია, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ირანის მთავრობის ათეულობით სამიზნე გაანადგურა.

„ისრაელმა ორმაგი უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე აირიდან თავიდან - ბირთვული და ბალისტიკური რაკეტები“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა. თუმცა, ზავს წინ ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვა უძღოდა.

ცნობისთვის გვიან ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი