მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 24 ივნისი 2025, 15:43
ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში, უსაფრთხოების თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია.

„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო არ რეალიზდა. საქართველოში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

ეკონომიკის ზრდის რეკორდული მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემო არის შექმნილი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი