უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დღეს ამ გამოწვევების მიუხედავად ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 24 ივნისი 2025, 18:11
როდესაც შენს რეგიონში გეოპოლიტიკურად ასეთ ადგილზე ხარ, შენ სამეზობლოში ყველგან არის საომარი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, რომ საფრთხეები უდიდესია. 21-ე საუკუნეში ის ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც ვნახეთ ჩვენ, განსაკუთრებით გამძაფრებულად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ. სწორედ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტიკოსების და არჩეული ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ევროპაში გაორმაგებული ძალებით, ვიდრე ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციამდე აშშ-ში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ სუს-ის ანგარიშზე საუბრისას.

„უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და დღეს ამ გამოწვევების მიუხედავად, ამ გამოწევების პარალელურად ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული ისე, როგორც არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ისტორიით, თავისი შემადგენლობის თითოეული წევრით, მათი საქმიანობა ხშირად დაფარულია და იმის მეათედს ვერ ვიგებთ საზოგადოება თუ რა შრომის გაწევა უწევთ იქ მომუშავე ადამიანებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სამსახურების გაძლიერება, მკაფიოდ დგომა, ცივი და პრაგმატული გონებით მართვა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის. ჩვენ მივდივართ ამ სამშვიდობო პოლიტიკით და სწორედ ასეთ გმირ სამსახურებზე დგას ჩვენი ქვეყანა. „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა ივლის იმ სამშვიდობო კურსით, რომელიც აქვს არჩეული“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა რჩება ღია და ერთგული, იმუშაოს პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები
არქივი