საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 26 ივნისი 2025, 16:37

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლებამ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა უპასუხონ რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის მიმართ მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა
დავით ქართველიშვილი: Ofcom-ის გამკაცრებული ზომების მიღების „დედლაინი" გუშინ ამოიწურა და დღეიდან დავტკბეთ „გასაოცარი" ბრიტანული დემოკრატიით
არქივი