46
26 ივნისი 2025, 23:46



თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს.
„ამ მომენტისთვის არაფერი გვაქვს დაგეგმილი”, – განაცხადა ლივიტმა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია განაგრძობს „მჭიდრო კომუნიკაციას“ ირანელებთან და შუამავალი ქვეყნებთან, მათ შორის კატარის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტი და თუ შეხვედრა იქნება, შეგვატყობინებთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე“, – განაცხადა ლივიტმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |