ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - 2028 წლისთვის გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 27 ივნისი 2025, 17:00

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული - 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული - 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით. უახლოეს პერიოდში, ასევე, ვგეგმავთ შესაბამისი სამთავრობო კომისიის მოწვევას, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია, არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი