ალექსანდრე რაქვიაშვილი - საინტერესოა, როდის დადგება მომენტი, როცა 4-ის, 5-ის, 9-ის, 25-ის ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 ივნისი 2025, 23:43

საინტერესოა, როდის დადგება მომენტი, როცა 4-ის, 5-ის, 9-ის, 25-ის ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაქვიაშვილმა აღნიშნული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.

„გეგმა მალე იქნება“, „გეგმა არაა“, „გეგმა ვართ ჩვენ“, „გეგმა არის ერთობა“.

ისე, საინტერესოა, როდის დადგება ის მომენტი, როცა 4-5-9-25-ის ამომრჩეველი მიხვდება, რომ ბრძოლის ნაცვლად, იაფფასიან სპექტაკლში იღებს მონაწილეობას? რამდენი უშინაარსო გამოსვლა, „ბრძოლის ფაზა“ და „მარშია“ საჭირო, რათა დაინახოს, რომ სადღაც შეცდომა დაუშვა, არასწორი მიმართულებით წავიდა და დროა, რაღაც შეცვალოს? ან საერთოდ არის ამის შანსი?“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა. „ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი