გეკა გელაძე: მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც უფრო ეფექტური გახადა შსს-ს სამუშაო პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 30 ივნისი 2025, 00:40

თანამედროვე მსოფლიოში უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ შემთხვევაში არც საქართველოა გამონაკლისი. შესაბამისად ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც უფრო ეფექტური გახადა შსს-ს სამუშაო პროცესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე საუბრისას.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მომავალი თაობის სწორი, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზრდა და უნდა ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რასაც პრევენციული ღონისძიებები ჰქვია და შსს-სთან ერთად უდიდესი როლი აქვს, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე სპორტის სამინისტროს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები გვაქვს და ამას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში აუცილებლად გავაცნობთ.

შექმნილია ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მაღალი რისკის ტვირთების კონტროლს. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს და გვინდა სხვადასხვა ლოკაციებზე ამ ჯგუფების გაძლიერება. მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზეა განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიის გამოვლენას და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებას. ამ მიმართულებითაც საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ვაპირებთ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას.

ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც გაჟღერდა ბოლო დღეების განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივები ძალიან ეფექტური იქნება, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, განსაკუთრებით კი ნარკორეალიზაციის ფაქტებთან მიმართებაში“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურიაში პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
არქივი