თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 02 ივლისი 2025, 12:47

სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF), Gym Breeze-ისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობით, თბილისში პირველად მასპინძლობს პადელის მსოფლიო ტურის ოფიციალურ ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025.
ტურნირში მონაწილეობენ პროფესიონალი პადელის მოთამაშეები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის, ესპანეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ეგვიპტის, საფრანგეთს, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ინდოეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყაზახეთის, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მოთამაშეები.
შეჯიბრი მიმდინარეობს თბილისის ერთ-ერთ წამყვან სპორტულ ლოკაციაზე – Gym Breeze-ის კორტებზე, სადაც გულშემატკივრები მთელი კვირის განმავლობაში დინამიკურ მატჩებს და  საერთაშორისო სპორტული ღონისძიებას დაესწრებიან.
„მოხარული ვართ, რომ სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისი მასპინძლობს FIP Bronze-ს. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისთვის, ისე ადგილობრივი მოთამაშეების განვითარების კუთხით. პადელის პოპულარობა საქართველოში სწრაფად იზრდება და დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი საერთაშორისო გამოცდილება ქართველი სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება, მათ შორის, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის"-ქეთი ყიფიანი, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
პადელის ეროვნული ფედერაციის შესახებ :
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) საერთაშორისო პადელის ფედერაციის (FIP) წევრია.
ფედერაციის მისია: საქართველოში პადელის თამაშის კულტურის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა.
ფედერაციის ხედვა: საქართველოს პადელის საერთაშორისო რუკაზე მონიშვნა
სტუდიო ლიბერთის შესახებ:
„სტუდიო ლიბერთი“ ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.
სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით და იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს საბანკო და lifestyle პროდუქტებზე.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი