თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს - შს მინისტრმა ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 02 ივლისი 2025, 17:46
2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს, „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, დისტანციურად უსმენენ.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გახარიას შეახსენა, რომ მისი ქმედებების შედეგი ნათელია, ვინაიდან, ქვეყანას მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინა.

მისივე განცხადებით, გამოჩნდა, რომ გახარია „გაგნებაში არ არის“, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი, რაც მას, როგორც შს მინისტრს, უნდა სცოდნოდა.

„მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ როცა გატყობინებთ, კომისიაზე მოდიო და ბილეთს ყიდულობ და გარბიხარ, დაასრულეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, როცა აგერ არის შედეგი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინეთ ქვეყანას. ასე რომ, ვის რისი ეშინია, გამოჩნდა და საზოგადოება ხედავს.

მე, როგორც იურისტმა, უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, ჟარგონზე რომ ვთქვა, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი