მარიამ ლაშხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ერთის მხრივ, ვინც უშუალოდ იყო არჩევნების მონაწილე, მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგ გარემოში, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ისეთ კომიკურ პირებს, როგორიც არის ჯო უილსონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 03 ივლისი 2025, 12:24

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არის ზუსტი დემონსტრირება იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს მხრიდან და საერთაშორისო ჩარევების კუთხით საქართველოში. ერთის მხრივ, მან, ვინც უშუალოდ იყო არჩევნების მონაწილე, მკაფიოდ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგ გარემოში. არჩევნების შედეგებში არის ზუსტად გამოხატული მოსახლეობის ნება, ეს არის ეუთო/ორიდის დაკსვნაც მათ შორის, მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ისეთ კომიკურ პირებს, როგორიც არის ჯო უილსონი“, - განაცხადა ლაშხმა.

ეუთოს გენმდივანმა გუშინდელ სხომაზე განაცხადა: „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს“.

განცხადება გააკეთა შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმაც. დანიელ ფესლერმა განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი