დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვზე: მას ჩვენი ქვეყანა იმ "ვირტუალურ საქართველოში" შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 05 ივლისი 2025, 13:21
პარტია " ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი "გაბერვის" მიზნით"- განმარტავს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რეზნიკოვისთვის საქართველოს მაგალითი ვერ გახდა შთაგონების წყარო.

„ვიმედოვნებ, ჩვენ საქართველოს ცივილიზებულ სამყაროს დავუბრუნებთ... საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იყო უკრაინის შთაგონების წყარო და პოსტსაბჭოთა სივრცეში მმართველობის სრულიად ახალი სტილის შექმნას ახდენდა.“ - ნაწყვეტი უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ალექსი რეზნიკოვის ინტერვიუდან, მიცემული 2025 წლის 5 ივნისს...

გავიდა სულ რაღაც ერთი თვე და დღეს უკვე თავად რეზნიკოვის დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში ძალზე პრობლემატური ჩანს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მოვლენები დაკავშირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 2022-2023 წლებში საკვების შესყიდვის საქმესთან (ალექსეი რეზნიკოვი წინასწარ არ იყო ინფორმირებული მომავალი ჩხრეკის შესახებ). 

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებების დროს მისი მობილური ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამოიღეს. გამოძიების წინასწარ სტადიაზევე დადგინდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვებით მომარაგებისას, ფასი საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ყალიბდებოდა, რაც მომწოდებლებს საშუალებას აძლევდა ფასთა სხვადასხვაობით ესარგებლათ მისი "გაბერვის" მიზნით. მაგალითად, ქათმის კვერცხის შესყიდვის ფასად 17 გრივნა იყო მითითებული, მაშინ როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 7 გრივნა იყო.

სამწუხაროდ, ვერ გახდა რეალური საქართველო რეზნიკოვისთვის "შთაგონების წყარო" - მას ჩვენი ქვეყანა იმ "ვირტუალურ საქართველოში" შეეშალა, რომლის ძირითადი შემოქმედი პირნი დღეს იმ პენიტენციურ სისტემაში იმყოფებიან, რომლის კარი დღეს თვით რეზნიკოვისთვისაც ნახევრად გაიღო..."-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას
უკრაინული მედია: ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება გადავადდა
ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიღებული თანხის ნაწილი სამხედრო აღჭურვილობაზე არ დაუხარჯავს
არქივი