61
05 ივლისი 2025, 13:23

„ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძემ განმარტებით, პარტია „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“ ბრძოლაში შედის.
„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ვართ მზად ტოტალური წინააღმდეგობისთვის, რეპრესიებისთვის, პატირობისთვის. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი“,- განაცხადა კუპრაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |